სსიპ № 20 სკოლაში 10 ნოემბერს 2009 წელს სკოლის ფსიქოლოგის ინიციატივით და სკოლის ოერგანიზატორთან ერთობლივი მუშაობით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით ”ჯანსაღი ცხოვრების წესი”.ღონისძიების დევიზი : ”გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს” ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოთხი პარალელური მე -8 კლასის მოსწავლეები .ღონისძიებას მიეცა კონკურსის სახე. მოსწავლეებმა თავის კლასის სახელით ჟიურის განსახილველათ წარმოადგინეს ტავიანთი ხელით დამზადებული პლაკატები, სლაიდები და კლიპები, ბუკლეტები და გაუკეთეს თავიანთ ნამუშევრებს შესაბამისი პრეზენტაცია. .
ჩვენი სურვილია ღონისძიება იყოს გამოხმაურება იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ შევქმნათ ჯანსაღი სოციუმი , რომ ბავშვები ნათელი გონებით ხედავდნენ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია თვითმავნებლობას. თვითდამკვიდრების ჩამოყალიბება მავნებლობით კი არა სწორი ცხოვრებით, კარგი ურთიერთობით, კარგი მოქალაქეობით უნდა მოვიპოვოთ.
ღონიძიების ხელმძღვანელი : სკოლის ორგანიზატორი : ქეთინო მამულაშვილი
სკოლის ფსიქოლოგი : ლიანა ყულოშვილი .
გააკეთეს პლაკატები, საინტერესოდ ისაუბრეს წარმოდგენილ მასალაზე, მსმენელებს აჩვენეს რეალური სტატისტიკური სურათი, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში და კერძოდ საქართველოში ამ დაავადებებთან დაკავშირებით.
წარმოადგინეს მოწოდებები თუ, რატომ და როგორ უნდა მოერიდონ ამ საშიშ დაავადებებს , როგორ უნდა დაიზღვიონ თავი და რას ურჩევენ თავიანთ თანატოლებს.